ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კატიო ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ანებივრებს მომხმარებლებს უნიკალური ტანსაცმლის თარგებითა და ჩანთების სილუეტით. კატიოში გვჯერა სამოსით თვითგამოხატვის ძალის და ჩვენთვის მთავარი ხარისხია, რომელსაც ნატურალური მასალები და პრემიუმ ხარისხის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს. ამ ბრენდის თითოეული ნივთი არის უნიკალური, პრაქტიკული და კომფორტული, შესაბამისად, კატიოს სამოსში თავს გრძნობ იმდენად კარგად, რამდენად კარგადაც გამოიყურები. ასევე, კატიოს კოლექციებში ვერ შეხვდები შავ ფერს და ამას ბრენდის მთავარი მიზანი უდევს საფუძვლად – NO BLACK, NO DRAMA. ის, რაც გჭირდება – კატიო და ჩვენ, შენი ყოველდღიურობის კვალდაკვალ.

კატო ხვედელიძე - კატიოს შემოქმედებითი ძალა

მე ვარ კატო ხვედელიძე, კატიოს დიზაინერი. ჩემი მოგზაურობა მოდის სამყაროში ბავშვობიდან დაიწყო. ვაკვირდებოდი ადამიანებს ყველგან, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში და წარმოვიდგენდი რას ჩავაცმევდი, რა მოუხდებოდათ, ჩემივე გონებაში ვაკეთებდი ანალიზს. ვცდილობდი მათი გამომეტყველებისთვის შემესაბამებინა სტილი და ეს ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბავშვური ოცნება 2018 წელს ავიხდინე და ეს გატაცება გასცდა უბრალოების ფარგლებს. დღემდე მთელ დროსა და ენერგიას კატიოს საჭიროებებს ვუთმობ. როგორც კი დავიწყე ამ საქმის წარმოება, მივხვდი, რომ ყველა კავშირ სფეროზე მჭირდებოდა ინფორმაციები და დავიწყე მათი შესწავლა. ეს თავისებურად მასაზრდოებს, ისევე, როგორც თითო ესკიზის შემუშავება. ჩემი მთავარი ინსპირაცია არის იმ პერიოდის გონებაში დაგროვილი დიზაინები, როცა ვფიქრობდი ქსოვილებზე, ტექსტურებზე და ვაკვირდებოდი გარემოს. განსაკუთრებულად მიყვარს გამოწვევები, მომენტები, როცა საქმე რთულდება, რადგან სწორედ ეს მომენტები გვზრდის ადამიანებს. ბოლოს, ყველა დამწყებ დიზაინერს ვურჩევ, არ შეეშინდეთ შეცდომების, აქციეთ თითოეული მარცხი წარმატებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად.